“მართლმსაჯულება იმისკენაა, ვინც დემოკრატიის მხარეს დგას,შევარდნაძემ გაიგო ეს და უბრალოდ წავიდა”- ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, გადაცემა “ღამის მთავარში” ისაუბრა.
“მართლმსაჯულება იმისკენაა, ვინც დემოკრატიის მხარეს დგას – სწორედ ამას გულისხმობდა ვარდების რევოლუცია; პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაიგო ეს და უბრალოდ წავიდა.
ბაიდენის ადმინიტრაცია და ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას შემოგთავაზებენ, ამის მორალური ვალდებულება აქვთ”, – ამბობს ბრაიზა.
“მნიშვნელოვანია, რომ ახლა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიფიქროს, როგორი მექანიზმით შეუძლია პარლამენტის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. თავის მხრივ, აშშ-ის საელჩო ასახავს ვაშინგტონის თვალსაზრისს კრიზისთან დაკავშირებით. შესაძლოა, ბევრი ფიქრობს საქართველოში, რომ არჩევნები იყო არასამართლიანი. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა დაეთანხმოს ოპოზიციას, რომელსაც უნდა ჰქონდეს სტარტეგიული ხედვა”, – ამბობს ბრაიზა.
“პრეზიდენტ ბაიდენს ესმის საქართველოს მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ, იცის, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიაში… საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა. საქართველოს დემოკრატიული სისტემა მოუმწიფებელი ჩანს და ეს ბადებს შეკითხვებს, საქართველოს ინტიტუციები არიან კი საკამრისად ძლიერი იმისთვის, რომ NATO-ს წევრი გახდეს ქვეყანა?ახლაც კი მთავრობა ცდილობს დააშინოს ოპოზიცია, თუმცა ოპონენტებს სწორი გზით სვლა შეუძლიათ.”- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.