19 აპრილის დოკუმენტი ის საგზაო რუკაა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმების დასრულების მხრივ.აუცილებელია, რომ განმტკიცდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი აზრით, ეს მართლმსაჯულების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. თითქმის ათწლეულია, რაც მიმდინარეობს პროექტის სხვადასხვა ფაზა.ზოგადად, ცხადია, ბევრი შედეგია ისეთი, რომელიც კმაყოფილების საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ეს ძალისხმევა უდაოდ უნდა გაგრძელდეს. სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაში არის ასახული ის ძირითადი საკითხები, რომელზე მუშაობაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 19 აპრილის დოკუმენტი ის საგზაო რუკაა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმების დასრულების მხრივ. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ განმტკიცდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, – აცხადებს ჰარცელი.