არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე კიდევ ერთ აქტივისტს, 20 წლის თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
ამავე საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა.
საქმე ეხება, 17 მაისს მომხდარ ინციდენტს. თათია აფრიამაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის და კიდევ ორი აქტივისტი მარიამ ლაშხს მიმართავენ და ამბობენ – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“