მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს 12- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

მოსამართლემ შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

შემთხვევა 17 მაისს მოხდა. 3 აქტივისტს ლაშხმა უჩივლა. მისი მტკიცებით, აქტივისტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს.