მარიამ სიჭინავა დღეს 2 000 ლარით დააჯარიმეს – ჯამში 14 000-თაა დაჯარიმებული

მარიამ სიჭინავა ზუგდიდის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. აქტივისტი დღეს პროცესზე ხალათითა და ჩუსტებით მივიდა იმის საილუსტრაციოდ, რომ სასამართლო დარბაზში თავს უკვე ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

ჯამში  სიჭინავას 14 000 ლარის ჯარიმა დაუგროვდა.

სიჭინავა თითქმის ყოველდღიურად არღვევს “ოცნების”  მიერ მიღებულ  რეპრესიულ კანონებს.

ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ის რეგულარულად დადის ბალაკლავით და იყენებს პიროტექნიკას. აქტივისტი ამბობს, რომ ეს მისი პროტესტის გამოხატვის ფორმაა და რეჟიმის მართული მოსამართლეების მიერ,  ჯარიმების დაკისრება, ხელს ვერ შეუშლის.