თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია.
დღეს დილით პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ 2 შემთხვევის წყარო გაურკვეველია.
„8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 გახლავთ საკარანტინო სივრციდიან, იმპორტირებული შემთხვევებია, თუმცა ქვეყანა არ ვიცი. 3 არის სამედიცინო პერსონალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არცერთი ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა”,- თქვა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 686 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.