“მარინკისთვის ბრძოლა გრძელდება!” – უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის წარმომადგენელმა ოლექსანდრ შტუპუნმა უარყო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაცია, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკას დაპყრობას.
“მარინკისთვის ბრძოლა გრძელდება. ამჟამად ჩვენი სამხედროები მარინკის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს იმყოფებიან, მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მიუხედავად ამისა მარინკის დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია”. – ამბობს შტუპუნი.
რამდენიმე საათის წინ, სერგეი შოიგუმ უკრაინული დასახლების ოკუპაციის შესახებ ვლადიმირ პუტინს მოახსენა:”რუსულ ჯარებს ამ მიმართულებით მომავალი ქმედებებისთვის შესაძლებლობები მიეცათ. აქ, როგორც მინიმუმ, ორი დადებითი ეფექტია. პირველი გამოიხატება იმაში, რომ მეტოქეს სულ უფრო შორს ვაძევებთ ქალაქ დონეცკისგან. მეორე – 2014 წლიდან აქ მეტოქეს გამაგრებული რაიონი აქვს, რომელიც ჩვენ გავტეხეთ, შედეგად ჩვენს ჯარისკაცებს მიეცათ უფრო ფართო ოპერატიული, სამოქმედო სივრცე”.