მარიუპოლთან კიდევ ერთი საერთო სამარხი იპოვეს, სადაც ოკუპანტებმა სავარაუდოდ 1 000 ადამიანი დამარხეს

რუსი ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში გარდაცვლილთა კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული ახალი ფოტოები,  სადაც აღნიშნული სამარხი ჩანს, მისი ლოკაცია მარიუპოლთან 5 კილომეტრში სოფელი ვინოგრადნაიასთან მდებარეობს.

საერთო სამარხის სიგრძე 45 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მასში დაახლოებით 1 000 ადამიანის ცხედარი იქნება დამარხული.

მანამდე ამერიკული კომპანია „მაქსარის“ მიერ თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის მახლობლად საერთო სამარხი დააფიქსირეს. საუბარია სოფელ მანგუშზე, სადაც მარიუპოლის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით, რუსების მიერ მოკლული 3 000-დან 9 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს დაკრძალული.