მარიუპოლიდან ბავშვების და ქალების ევაკუაციისთვის შესაძლოა, დერეფანი გაიხსნას

ალყაშემორტმული მარიუპოლიდან ბავშვების და ქალების ევაკუაციისთვის შესაძლოა, დერეფანი გაიხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი ავრცელებს. მისი თქმით, შედგა შეთანხმება, რომ დღეს, 2022 წლის 20 აპრილს,  14:00 საათიდან ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას რათა ქალაქიდან ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები გამოიყვანონ.

„მარიუპოლში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარებიდან გამომდინარე, მთელ ჩვენს ძალებს სწორედ ამისკენ მივმართავთ. მოვახერხეთ წინასწარი შეთანხმება ჰუმანიტარულ დერეფანზე ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. შეკრება მარიუპოლში დღეს, 20 აპრილს, 14:00 საათიდან, ტაგანროგისა და ტაგანროგის 130-ე დივიზიის ქუჩების კვეთაზე. კოლონა იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: მარიუპოლი-მანგუში-ბერდიანსკი-ტოკმაკი-ორიხოვი-ზაპოროჟიე. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება ძალიან რთულია, დერეფნის უზრუნველყოფის დროს შეიძლება მოხდეს ცვლილებები, ამიტომ გთხოვთ, თვალი ადევნოთ შესაბამის ოფიციალურ შეტყობინებებს.“ – წერს ვიცე-პრემიერი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

რამდენიმე წუთის წინ, ირინა ვერეშუკმა საკუთარ ტელეგრამ არხზე, მარიუპოლიდან ევაკუაციისთვის ლოკაციები გამოაქვეყნა.