მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში შესაძლოა NATO-ს მოკავშირეები ჩაერთონ

ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მსოახლეობის ევაკუაციაში შესაძლოა, NATO-ს მოკავშირეები ჩაერთონ.  ამის შესახებ, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა CNN-თან საუბარში განაცხადა.

„იყო გარკვეული იმედი, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიან მოქალაქეებსა და დაჭრილი ჯარისკაცებს რუსები უსაფრთხოდ გასვლის საშუალებას მისცემენ. თუ ასე მოხდება, NATO-ს მოკავშირეები მოსახლეობის ევაკუაციაში დაეხმარებიან.” – ამბობს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

ვიქტორია ნულანდი ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი შეთანხმება რუსების მხრიდან “არაერთხელ დაირღვა” და საბოლოო ჯამში რუსების გადასაწყვეტია, მისცემენ თუ არა მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოდ ევაკუაციის საშუალებას.

ვიქტორია ნულანდმა ასევე დასძინა, რომ მარიუპოლის ალყა “ამ ომის სისასტიკეზე” და ომის დანაშაულებზე მეტყველებს, რომლებსაცსაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სჩადის.