მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტები ამუშავდა და მარცვლეულის გადასაზიდად მზადაა – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ უკრაინაში მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლისა და ბერდიანსკის საზღვაო პორტები ამუშავდა და მარცვლეულის გადასაზიდად მზად არიან. მან ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლის საზღვაო ნავსადგურის განაღმვა დასრულდა და “ის ნორმალურად ფუნქციონირებს და უკვე მიიღო პირველი სატვირთო გემები”.

  • “ბერდიანსკის საზღვაო ნავსადგურმაც დაიწყო მუშაობა. უმაღლესი მთავარსარდლის სახელით, მზად ვართ ამ პორტებში ბერდიანსკი და მარიუპოლი ჩავტვირთოთ მარცვლეული”, – ამბობს შოიგუ.