დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციით, უკრაინული ძალები განაგრძობენ ლოკალიზებული კონტრშეტევების განხორციელებას კიევის ჩრდილო-დასავლეთით – მათ შორის ირპენზე, ბუჩასა და გოსტომელზე, რამაც გარკვეული წარმატება მოიტანა და რუსებმა რამდენიმე პოზიციიდან უკან დაიხიეს.
მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის ცნობით, რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქალაქს მათი დარტყმის შესაძლებლობის გამო.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა განაგრძეს შეტევა მარიუპულზე ქალაქის უწყვეტი ძლიერი დაბომბვით, თუმცა ქალაქის ცენტრი რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ.
“სხვაგან, რუსული ძალები ინარჩუნებენ ბლოკირების პოზიციებს და ძალების რეორგანიზაციასა და გადატვირთვას ცდილობენ”,– წერია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.