“ჩვენი არმიის პოზიცია ძალიან მკაფიოა: ყველა დამპყრობელი მიიღებს მკაცრ პასუხს, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან.
მტერი აღარ ოცნებობს კიევის აღებაზე, სუნთქვა ეკვრის ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში და მტკივნეულ დარტყმებს იღებს ხარკოვის მახლობლად, მიკოლაივის, ხერსონისა და ლუგანსკის რაიონებში.
მარიუპოლის გმირმა მცველებმა დიდი როლი ითამაშეს მტრის გეგმების განადგურებასა და ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაში. მათი თავდადებისა და ზეადამიანური გამბედაობის წყალობით უკრაინაში ათიათასობით სიცოცხლე გადარჩა. დღეს მარიუპოლი გადაარჩენს კიევს, დნიპროს და ოდესას. ეს ყველამ უნდა გაიგოს.
ხერსონის, ენერგოდარის და სხვა ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც უიარაღოდ აპროტესტებენ რუს ოკუპანტებს, აჩვენებენ, რომ უკრაინელი ხალხის ნება შეუვალია. და ჯობია, მტერი გაიქცეს”
აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.