“რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირობების შექმნა საკმაოდ უჭირს. მოსახლეობას სასმელ წყალზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამასთან ერთად, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისების ძირითადი შეფერხება გრძელდება. ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერას დიდი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან დაფიქსირდა”
ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ დღევანდელ ანგარიშში. დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩრდილოეთით ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს.