მარიუპოლთან ახლოს კადიროველები ხალხს აშიშვლებენ და შეურაცხყოფას აყენებენ – ანდრიუშჩენკო

მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, ქალაქში ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობაზე კონტროლს აძლიერებენ. პეტრო ანდრიუშჩენკოს ცნობით, მათ შემოიღეს ახალი დაშვების სისტემა და დააყენეს საგუშაგოები.

გარდა ამისა, მრჩეველი იტყობინება, რომ მარიუპოლთან ახლოს მდებარე დასახლებებში პატრულირება კადიროველებმა დაიწყეს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ ადგილობრივებს.

“პირველ რიგში, პატრულირებას ექვემდებარება გრუნტის გზები, რომელიც მიდის მანგუშისა და ნიკოლსკის შემოვლით ბერდიანსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ დღის მეორე ნახევარში მანგუშის რაიონის სოფელ დემიანივკას მიდამოებში ასეთმა პატრულმა ბერდიანსკის მიმართულებით მოძრავი მანქანა დააკავა. ხალხი გააშიშვლეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა”,– წერს ანდრიუშჩენკო.

მერის მრჩეველი მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ და ცოტახნით თავი შეიკავონ ევაკუაციისგან, რადგან დერეფნების მოწყობაზე ხელისუფლება მუშაობს.