მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა საშუალო სკოლა გახსნეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, საპორტო ქალაქ, მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა საშუალო სკოლა გახსნეს.  მისი თქმით, რუსებმა სკოლის მოსწავლეების მშობლები აიძულეს, შენობიდან ნაგავი გაეტანათ და ფანჯრები ფოლგით გადაეფარათ.

„ფაქტობრივად, სხვადასხვა ასაკის 9 კლასი ჩაირიცხა. თითოში 35-45 ბავშვით. კლასები პატარაა, ბავშვებისთვის საკვები არ არის, ელექტროენერგია ერთი გენერატორიდან მიეწოდება, ასე რომ ეს არის განათლება ყოველგვარი კომპიუტერული აღჭურვილობის გარეშე. სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე: ენა/ლიტერატურა/მათემატიკა“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

ასევე მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ რუსები რუსები მათ, ჰპირდებიან დიპლომებს ეგრეთ წოდებული “DPR”-ისგან და სთავაზობენ მიღებას რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

„საბჭოთა კავშირი მარიუპოლს შუა საუკუნეებისა და ტოტალიტარიზმის ყველა ნათელ ფერებში დაბრუნდა. ერთადერთი რაც აკლია არის მარიუპოლის ჟდანოვის სახელის გადარქმევა”, – აღნიშნა მერის მრჩეველმა.