უკრაინული მედიის ინფორმაციით,მარიუპოლში ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 70 უკრაინელის ცხედარი იპოვეს. მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკო განაცხადა, რომ მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი ოკუპანტების მიერ შენობის დაბომბვაა. ოკუპანტებს ცხედრების იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ, ისინი პოლიეთილენის ტომრებში ჩააწყვეს და სოფელ სტარი კრიმში მდებარე მასობრივ საფლავზე დასაკრძალად წაიღეს.