მარიუპოლში ჩვენი სამხედროების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Ukrainska Pravda-სთან ინტერვიუშიაცხადებს, რომ ალყაშემორტმულ მარიუპოლში ოკუპანტების მიერ,  უკრაინელი სამხედროების განადგურება, ყველანაირ მოლაპარაკებას დაასრულებს.

  • ”მარიუპოლი შესაძლოა ათმაგი ბოროდიანკა იყოს და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ბიჭების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს. ეს იქნება ჩიხი – რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ხალხით. და რაც მეტი ბოროდიანკა იქნება, მით უფრო რთული იქნება ეს შეთანხმება. ისინი ჩვენს ხალხს დანებებისკენ მოუწოდებენ. ისინი ჩვენს სამხედროებს განსხვავებულად ექცევიან და ჩვენ ეს მშვენივრად ვიცით. იქ არიან სამხედროები, ვინც მათ სძულთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცოცხლად დატოვებენ.” –  განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.