პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის გარდა, კიდევ ოთხ ადგილზე არიან განლაგებული. მის კომენტარს Unian ავრცელებს.
“ჯერ ერთი, ჩვენი სამხედროები, აზოვსტალის გარდა, მარიუპოლში კიდევ ოთხ ადგილას არიან. მეორეც, ისინი [ოკუპანტები] ხუთი დღის განმავლობაში ბომბავდნენ აზოვსტალს სტრატეგიული ბომბდამშენების მძიმე ბომბებით, სცადეს შტურმი“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ რუსებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.
არესტოვიჩი ასევე გამოეხმაურა პუტინის ბრძანებას მარიუპოლზე შტურმის შეჩერებისა და მისი დაბლოკვის შესახებ და თქვა, რომ ქარხნისთვის ალყის შემორტყმას სამჯერ მეტი მებრძოლი სჭირდება, ვიდრე შტურმს, ამ დროს კი ჯარები მათ სხვა ტერიტორიებზე გადაჰყავთ.
არესტოვიჩის აზრით, “მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ პუტინმა და შოიგუმ კიდევ ერთხელ მოიტყუეს, რადგან არ არის საუბარი აღებულ მარიუპოლზე”.