“ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ ერთი მხრივ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა უზრუნველვყოთ და შესაბამისად, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასებმა დაიკლოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ საქართველოში იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს, ადგილობრივ წარმოებას ხელი შევუწყოთ […] და ადგილობრივ საცალო ქსელებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიხილოთ, ვიდრე იმპორტირებული უცხოური პროდუქცია”.
განაცხადა ამის შესახებ, ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.















