მარნეულში, ავერსის კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა ექიმი, რომელიც 10 დღის წინ კორონავირუსისგან განიკურნა და სამუშაოს დაუბრუნდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ”ფორმულა” ავრცელებს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით ახალგაზრდა კაცი 24 წლის იყო და თრომბოემბოლიური გართულებით გარდაიცვალა.