გუშინ,მარნეულში, აეროდრომის დასახლების მიმდებარედ, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გახრამან მურადოვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
ახალგაზრდა კაცის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 21 წლის ბიჭი მოკლულია. ბოლო, ვინც მურადოვი ნახა მისი ბაბუა იყო.როგორც ბაბუა “პირველებთან” აცხადებს,21 წლის ახალგაზრდა სახლიდან ღამის სამ საათზე მას შემდეგ გავიდა, რაც ტელეფონზე დაურეკეს.
სატელეფონო ზარის შემდეგ კი მურადოვის კვალი დაიკარგა. მისი ცხედარი ქალაქის გარეუბანში პოლიციამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძთან იპოვა.