მარნეულში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსი ექთანს დაუდასტურდა.

მისი თქმით, ექთანი 10 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყო და COVID-19 ბოლო კვლევით დაუდგინდა.

რეხვიაშვილის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში ბოლნისში 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის შემთხვევები სამედიცინო პერსონალის კლასტერს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ სრული კარანტინია გამოცხადებული ბოლნისსა და მარნეულში, ასევე დაბა კაზრეთში, სოფელ სავანეთსა და ბალიჭში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 370 შეთხვევაა დადასტურებული, მათგან 79 განიკურნა, 3 გარდაიცვალა.