მარნეულში მამაკაცმა, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ, თავი მოიკლა

მარნეულში, სოფელ კაჩაგანში 46 წლის მამაკაცმა პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ, თავი მოიკლა. გარდაცვლილის ახლობლები მედიასთან აცხადებენ, რომ
სოფელში ყაჩაღობა მოხდა, რის გამოც, მისი ძმა განყოფილებაში დაიბარეს.

ასევე მათი თქმით, განყოფილების დატოვების შემდეგ გარდაცვლილმა დედას უთხრა, რომ მასზე სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს და სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია.

“ჩემმა ძმამ თქვა, რომ პოლიციელები სცემდნენ. ისედაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დამატებით ტრავმა მიიღო. პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ, თავს ცუდად გრძნობდა. წაიყვანეს როგორც ეჭვმიტანილი და სცემეს, უნდოდათ ეღიარებინა დანაშაული, გამოუშვეს და თავი მოიკლა”, – თქვა გარდაცვლილის ძმამ.

როგორც ოჯახი აცხადებს, გარდაცვლილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა  და მომხდარმა მის მდგომარეობაზე მძიმე გავლენა იქონია.