მარნეულში მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა და მესამედაც ცდილობდა – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აცხადებს, რომ მარნეულის საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირი ხმის მესამედ მიცემასაც ცდილობდა.

09:52 – მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება, რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი”,-წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

დღეს ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება.