მარნეულში პირმა სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა – TI (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს განცხადებით, მარნეულში ერთმა პირმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა ხმა.

“მარნეულში N13.22.65 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დაფიქსირება”,- აცხადებს გამჭვირვალობა და ფაქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს: