მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორი პირი ორმოში ჩავარდა, ერთი დაიღუპა

მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორმოში ორი პირი ჩავარდა, ერთი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს. მეორე პირი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოცემის თანახმად, ორივე პირი კომპანია China Group-ის თანამშრომელია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.