სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მარნეულში სუს-ის მაღალჩინოსნის სახლი გაქურდეს. უწყების მტკიცებით, გაქურდულია არა უფროსის მოადგილის, არამედ სუს-ის ერთ-ერთი თანმშრომლის სახლი.
“ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.
გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები. ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”,– აცხადებს სუს-ი.