მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს

მარნეულში 31 წლის მამაკაცმა ახლობელი, 23 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.მკვლელობაში ბრალდებული პირი ნასვამ მდგომარეობაშ იმყოფებოდა, მკვლელობას კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.