მარნეულში 52-ე უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაჭრეს

მარნეულში, სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის” წევრი დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ  ქსელში ავრცელებს. შალვა ნათელაშვილის ცნობით, მისი პარტიის წარმომადგენელი, “ქართული ოცნების” აქტივისტმა ცივი იარაღით დაჭრა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

”მარნეულში ქართული ოცნების აქტივისტმა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი დაჭრა, ის ამ მომენტში გადაყვანილია კლინიკაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს”- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.