მარტის თვეში ალბათ გახარიას გადააყენებენ – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ პრემიერ–მინისტრ გახარიას მარტის თვეში გადააყენებენ.

მისივე განცხადებით, გადაყენების შემდეგ ყველა პრობლემას მას დააბრალებენ.

“გახარია დღეს სიტუაციას ქართულ ოცნებაში ვერანაირად ვერ აკონტროლებს. ის გამოდის უბრალოდ სამთავრობო სხდომებზე, აკეთებთ განცხადებებს და მარტის თვეში ალბათ, როცა კრიზისი ძალიან მწვავე ფაზაში შევა, გახარიას გადააყენებენ და მერე დაიწყება ალბათ გახარიაზე ყველაფრის დაბრალებები. გახარიაზე შეტევა ასე ღიად უჭირთ ჯერჯერობით, იქიდან გამომდინარე რომ მათაც აზიანებთ. ალბათ შეეცდებიან, რომ გახარია იმ დონემდე მიიყვანონ, რომ თვითონ წავიდეს”,– ამბობს ჭიჭინაძე.