“მარტო რომ ვრჩებით, მონაზვნებიც ვღეჭავთ კევს და ბუშტსაც ვბერავთ, თურმე ყოველთვის ვიღაც გვიყურებს, გვვიწერს” – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს დედა სიდონიას ვიდეოს და მიმართვას, სადაც დედა სიდონია აცხადებს, რომ როდესაც მონაზვნები რჩებიან მარტო ისინი ბუშტსაც ბერავენ და ხეთქავენ კიდეც მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესც მარტონი არიან, თუმცა აღმოჩნდა რომ ისინი მარტო არასდროს არიან და ყოველთვის უყურებენ, უსმენენ და იწერენ. ამით მონაზონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებს ეხმაურება.
“ზოგჯერ, მარტო რომ ვრჩებით, მონაზვნებიც ვღეჭავთ კევს და ბუშტსაც ვბერავთ. მაგრამ მაშინ არა, როცა ვინმე გვიყურებს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე მარტო არასდროს ვრჩებით და ყოველთვის ვიღაც გვიყურებს, გვისმენს, გვვიწერს.