“დავითს უჯანსაღესი ორგანიზმი აქვს, არასოდეს მოუწევია, ალკოჰოლს არ ეკარება, ვარჯიშობს მთელი ცხოვრება. მისი რეგენერაცია მართლა კარგად მიდის. ტკივილები აქვს, მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს, ცხვირთან ნერვი აქვს დაზიანებული. საუბრისას ტუჩის მარცხენა კუთხე არ მოძრაობს.
ექიმები თავს ეხვევიან.
რჩება კლინიკაში ორშაბათამდე.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!”
წერს დავით ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე 14 მაისს დააკავეს, შემდეგ კი პოლიციელები მას სასტიკად გაუსწორდნენ.
დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.