თბილისში, მარჯანიშვილზე სხალთელი ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერი აქცია იმართება – ისინი ომბუდსმენის აპარატის გაუქმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ნინი ლომჯარიას ტყუილში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ ერთადერთი, ვინც ბავშვების უფლებებს არღვევს თავად ომბუდსმენია. აქციაზე შეკრებილები არიან სასულიერო პირებიც და ომბუდსმენის ოფისის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.