მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისში – შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კვებითი ონტოქსიკაციით 9 პირი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.

მოქალაქეები სავარაუდოდ საშაურმე “რეტროში” მოიწამლნენ. ობიექტს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ამოწმებენ.