“მასუსტებს პერიოდი, როდესაც მასთან ურთიერთობა მქონდა” – ამის შესახებ, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელია TV პირველის ეთერში განაცხადა, რითიც გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას სანქცირებთან დაკავშირებით.
”ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როდესაც მე მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და წავიდა. არ მინდა ვიყო მკვეთრი, მაგრამ პოზიციას მაინც დავაფიქსირებ – ვერაფერი გავიგე იმ გზავნილებისა, რას ემსახურება, როდესაც ბატონი გრიგოლი ამაზე საუბრობს. უფრო სწორად გავიგე და არ მინდა ყველაფერი გავხსნა, ვიცი, კარგად ინფორმირებული ვარ თავიდან ბოლომდე, რატომ უწევს ბატონ გრიგოლს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი და რაც შეეხება საერთაშორისო ფორუმზე ქართულმა ოცნებამ, ანუ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას, ბავშვები ხო არ ვართ? არ ვთვლი თავს ბავშვად, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს გარიცხვას და ამას შენ ასაღებ, როგორც გმირულ ნაბიჯს, ვინ უნდა დაიჯეროს?” – განაცხადა ნიკა მელიამ.