მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ – პუტინი ნავალნიზე

“ნავალნიმ იცოდა რომ რუსულ კანონს არღვევდა, მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ”- ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიმერ პუტინმა, აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე,  მის ოპონენტზე, ალექსეი ნავალნიზე საუბრისას განაცხადა.

“ამ ადამიანმა იცოდა, რომ რუსულ კანონს არღვევდა. ძალიან კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დაბრუნდა რუსეთში. მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ. ის ქნა, რაც უნდოდა, რომ ექნა” – დაამატა პუტინმა.