“მას შემდეგ, რაც რუსეთში TikTok აკრძალეს, “კადიროვის“ ქვედანაყოფი ბრძოლისუუნაროა“– არესტოვიჩი

უკრაინაში ომის დაწყებს შემდეგ  რუსეთიდან დაახლოებით 25 ათასი “კადიროველი“ ჩავიდა, მათგან მინიმუმ 5 ათასი დაიღუპა ან დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, ისინი კიევის ოლქში, ბუჩაში მინიმუმ 10.5 ათასი იყვნენ, ზუსტად ამდენივე მარიუპოლთან.

“ეს არის ციფრი, რაც ზუსტად მაქვს ნანახი. მათგან რამდენი ჩამოვიდა კიევიდან, და რომელი ცალკე, რთული სათქმელია. მას შემდეგ, რაც   რუსეთში TikTok აკრძალეს, პრინციპში “კადიროვის“ ქვედანაყოფი ბრძოლისუუნაროა“– თქვა არესტოვიჩმა.

“კადიროველები“ უკრაინაში არა მხოლოდ ჩეჩნეთიდან, არამედ რუსეთის ფედერაციის სხვა კავკასიური რესპუბლიკებიდანაც ჩავიდნენ. ოკუპანტების მეთაურობა ვარაუდობდა, რომ ისინი კიევს აიღებდნენ.– ამბობს არესტოვიჩი.

“მე მაგალითად სამი შემთხვევა ვიცი, როცა “კადიროველების“ კოლონებს არტილერიით და ავიაციით მივწვდით,  თანაც ერთ ჯერზე 30–40 მანქანა იყო. ისინი ჩასაფრებაშიც ბევრჯერ მოხვდნენ და ჩვენმა სპეცრაზმმაც მაგრად შეანჯღრია. მაშინვე გაუფუჭდათ გუნება– განწყობა, ჩვენს ჯართან ბრძოლაში შესვლამდე, უბრალოდ არტილერიის და ავიაციის დანახვაზე“– აღწერს არესტოვიჩი საბრძოლო მოქმედებებს.

მისი ინფორმაციით, კიევთან მარცხის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ძალიან არასასიამოვნო საუბარი ქონდა რუსეთის პრეზიდენტთან “კადიროველების“ რეალური ბრძოლისუნარიანობის შესახებ.

ამის შემდეგ ჩეჩნები მარიუპოლში გადაისროლეს, კადიროვი კი თავად ჩავიდა მათ გასამხნევებლად.

“ამ ჰეროიკული გამოხტომისთვის გენერალ–ლეიტენანტის წოდება მიიღო. მერე სასაცილო ვიდეოების გადაღება დაიწყეს, სადაც თითქოს ომობენ. ამ ვიდეოებში პროფესიონალი სამხედროები კიარა, ჟურნალისტებიც ხედავენ, რომ დადგმულია. მესამე–მეოთხე ეშელონით მიდიან, რომ კადრები გადაიღონ, რაღაც დადგან. ცალკეულ  ნაკლებად მძიმე საბრძოლო ეპიზოდებში მართლაც მონაწილეობენ.“– ამბობს არესტოვიჩი.