“რა თქმა უნდა, ჩვენ გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას, რომ სანქციების საკითხში სინქრონიზებულად ვიმუშაოთ მას შემდეგ, რაც უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ფიზიკური, თუ იურიდიული პირის შესახებ, ჩვენი საერთაშორისო მეგობრები რასაკვირველია განიხილავენ ამ საკითხს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ვის და რა სახის სანქციები დაუწესონ. ჩვენ სწორედ ახლა ვცდილობთ პარტნიორებთან სიების სინქრონიზებას”

ასე ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო უკრაინის მიერ ვალერი კვარაცხელიასა და მისი შვილის კომპანიის, ასევე გაიაშვილების შესაძლო დასანქცირებას.