მატრიოშკაში ხართ – მონა, მერე პატარა მონა, მონა, მონა – მელია “ოცნებას”

ნიკა მელია მას შემდეგ, რაც კომიტეტემა მისი იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს, ქართული ოცნების წევრებს კვლავ მიმართავს, რომ ვერ დაიჭერენ.

“ეს მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე, მურუსიძე, ესენი არიან, არასდროს ვიყენებდი ამ ფრაზას – არიან უსიტყვო მორჩილებაში. ახლა უნდა ვთქვა, ესენი არიან – მონები. მონებო ვერ გამასამართლევბთ. მონა ვერ გასამართლებს ვერცერთ ღირსეულ საქართველოს მოქალაქეს.

თქვენ ხართ მონები, გავრილოვის არა – ბიძინა ივანიშვილის მონები ხართ. ბიძინა ივანიშვილს თავის მხრივ, რომ ჰყავდეს მონები თქვენი სახით, მას აწყობს, რომ იყოს სხვისი მონა და ის არის ​გავრილოვის და მისი ხელმძღვანელობის მონა. აი ასეა, მატრიოშკაში ხართ – მონა, მერე პატარა მონა, მონა, მონა… სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები. კმარა! მართლაც როდემდე უნდა გაგრძელდეს თითქოს კანონის სახელით ხალხის გასამართლება”,– ამბობს მელია.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.