ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს ჩემი ახირება ან ხუშტურებია; ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და გულწრფელად მინდა და მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამ მიმართულებით როდესაც დავიწყეთ მუშაობა, მოვიძიეთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანიები და ექსპერტები, ვისაც ანალოგიური რეფორმები და პროექტები ჰქონდათ გაკეთებული. ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს ჩემი ახირება ან ხუშტურია. ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და გულწრფელად მინდა და მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გათვლით, სტრატეგიების და კონკრეტული პროექტებით. როდესაც საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდით, გვითხრეს, რომ რეფორმა აუცილებლად გასაკეთებელია. დამისვეს მხოლოდ და მხოლოდ ორი შეკითხვა – ვიყავით თუ არა მზად ამისთვის და ერთ ერთი პირობა იყო, რომ პოლიტიკა არ უნდა შემოგვეტანა ამ პროცესში. მე, ჩემ თანაგუნდელებთან ავიღებ პასუხისმგებლობა, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს “- განაცხადა კალაძემ.