“მაქვს ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიას 10%-იანი რეიტინგი აქვს”- ამის შესახებ, პარტია, „პროგრესი და თავისუფლებას“ თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა, “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა. ოქრიაშვილი მიესალმება გახარიას, როგორც ცალკე პოლიტიკური ფიგურის გამოჩენას და ასევე აღნიშნავს რომ ის შეიძლება იყოს მესამე პოლიტიკური ძალა.
„მოხარული ვარ, რომ გახარია შემოვიდა პოლიტიკაში, როგორც ცალკე პოლიტიკური ფიგურა. მაქვს ინფორმაცია, რომ მის პარტიას 10%-იანი რეიტინგი აქვს, პიროვნული რეიტინგი უფრო მაღალი აქვს. მუდმივად ვახორციელებ მონიტორინგს პოლიტიკურ სივრცეში რა ხდება, ვის რამდენი რეიტინგი აქვს, ბოლო კვლევა დასრულდა პრაქტიკულად გუშინ, მინდა განვაცხადო, რომ 10%-იანი რეიტინგი აქვს, ეს არის განაცხადი, რომ მის გარშემო შეიძლება ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკური ძალა. ეს ძალიან კარგია, რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა კოლეგებმა, განსაკუთრებით, „ოცნებაში“ არის ერთი წიოკი, რადგან ეს 10% პრაქტიკულად „ოცნების“ ამომრჩევლის დიდი ნაწილია, მაგრამ ძალიან კარგია, რომ პოლიტიკური კონკურენცია იზრდება. პოლიტიკური კონკურენცია ყოველთვის შეზღუდული იყო საქართველოში, დღესაც შეზღუდულია, წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყო შეზღუდული, იქ არ არის განვითარება, ანუ ჩვენი პოლიტიკური სუბიუექტების განვითარება არ ხდება. განუვითარებელი და სუსტი პოლიტიკური სუბიექტები განვითარებულ და მაგარ ქვეყანას ვერ ააშენებენ, ასე რომ მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები და ძალიან მომწონს, რომ მათ 10% აქვთ“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.