“რომ იცოდეთ „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება – კობახიძე ღარიბაშვილს აბრალებს, ღარიბაშვილი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილი კი ორივეს. აი, ეს ხდება ახლა რომ იცოდეთ „ქართულ ოცნებაში“. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, ეს რა შარში გამხვიეთო. შესაბამისად, ველი, რომ შეიძლება საერთოდ მოაძრონ იმ თანამდებობიდან და ახალი ტრიუკი ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა. ოღონდ ჩვენ ეს არ უნდა „ვიყიდოთ“. გეტყვით რაში ედავება-მას თავის დროზე მიუტანეს ანგარიში, რომ ახალგაზრდებზე ისე იმუშავა მათმა დეზინფორმაციის კამპანიამ, ახალგაზრდების მხრიდან არანაირი დიდი პროტესტი არ იქნებოდა. რეალურად, „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ახალგაზრდების მასობრივმა პროტესტმა გამოფიტა. შესაბამისად, ახლა არის შიდა გარჩევები, ვისი ბრალია.
დახარჯული აქვთ “ობშიაკის” დაახლოებით 80 მლნ, რომელიც არის შეგროვებული, ადგილიც კი ვიცი, სად არის ეს ფული. როცა ხელისუფლებას შევცვლით, გავხსნით და ხალხს დავურიგებთ ამ ფულს რომ იცოდეთ. ხალხი მიიღებს ამ ფულს, დაახლოებით მილიარდამდეა მობილიზებული. ახლა ხდება კაპიკ-კაპიკ განხილვა, რომ დახარჯეთ ეს ფული, შედეგი რატომ არ დაიდოო“,
აცხადებს აშშ-ის მხრიდან, “ოცნების” წევრებისთვის დაწესებულ სავიზო სანქციებთან დაკავშირებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.