მაქვს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე ფიქრობს – ბესელია

ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, მმართველი პარტია ახალი არჩევნების ჩატარებაზე ფიქრობს.

“ღარიბაშვილს არ უნდოდა საჯაროდ გამოტანა, რომ ახალ არჩევნებზე სერიოზულად ფიქრობს ქართული ოცნება. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ახლა კი არ დაიწყეს ამაზე ფიქრი, დიდი ხანია ფიქრობენ, რომ ახალი არჩევნები იქნება ჩასატარებელი. სულ ზომავენ, როდის შეიძლება ეს – თვითმმართველობის არჩევნებამდე, მას შემდეგ, პოლიტიკური ტემპერატურის ჭრილში, ანუ გადაიტანენ თუ არა ამ კრიზისს, დროის გაყვანის პროცესია”,– ამბობს ბესელია ფორმულას ეთერში.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნება 2 კვირაში სავარაუდოდ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.

“რაღაც გზას მოძებნიან, სამართლებრივად ძალიან მოკლე გზაა. ისევ პროკურორს შეუძლია მიმართს და ისევ იმ მოსამართლის ხელით შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება”,– თქვა მან.