შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მაღაზია აიპლიუსის გაქურდვაში ბრალდებული 17 წლის მოზარდი.
შემთხვევა 11 ივნისს თბილისში მოხდა, პოლიციამ კი ის მეორე დღეს შიდა ქართლში დააკავა. მოპარული მობილური ტელეფონების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.