შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სარეზერვო სივრცეში 4 აბიტურიენტი განთავსდა, მაღალი ტემპერატურის გამო კი გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაიშვა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.
„უკვე ერთ საათზე მეტია რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 აბიტურენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაშვების ფაქტს, ასეთი 2 შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშვა აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში,” – განაცხადა გორგოძემ.
ამასთან, სოფო გორგოძის თქმით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში ამ დროისთვის ტეპერატურამ 30 გრადუსს უკვე მიაღწია და ჩაირთო კონდინციონერები, შესაბამისად, აბიტურენტებმაც გაიკეთს პირბადეები.