მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს საკუთარ განცხადებას, რომელიც სასამართლო პროცესზე გააკეთა. განცხადება ყველამ გაიგო, როგორც მოწოდება ნიკა მელიასადმი, რომ შიდა დაპირისპირებას ჯობს პარტია დატოვოს. დღეს სააკაშვილი წერს, რომ ნიკა მელიაზე მაღალი წარმოდგენის არის და ის პარტიის მდგომარეობაზე საუბრობდა:
“იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა.
უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას.“– წერს სააკაშვილი.
სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და განაცხადა, რომ „თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა. სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“.