საქართველოში 16 ნოემბერს დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, მაღალმთიან რეგიონში – თოვლი, დასავლეთ საქართველოში – ძლიერი წვიმა და ქარი, ხოლო ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში კი, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.