მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს

ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს ერთი შშმ-პირი მამაკაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი – კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გული 3-ჯერ გაუჩერდა. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.