კარგად გვახსოვს ყველას, თუ რა ხდებოდა – ღამის საათებში როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებზე ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება. მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაც შეეხება, ისინი პოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოებას ყველაფერზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს.

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მიერ, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარებაზე.